ნახეთ ფილმები და სერიალები ქართულად allwares.ucoz.com!

ADS

შემთხვევითი

რეკლამა

ამბები / ambebi

სხვა 25/09/2017
Добавлена серия
  1. ... დიდუბის ავტოსადგურში.
    -ჩამიყვანთ წაღვერში?
    მსუქანმა მძღოლმა ერთი ახედ-დახედა, მერე ჩაახველა და ერთი კარგად ჩააროხროხა:
    -აბა, ქალბატონო, თქვენ აქ როგორ დაგტოვებთ! _ ეტყობა შეატყო, რა ტიპის ქალი იყო...
    ქალმა ალბაცერად შეხედა და მარჯვენა თვალი მოჭუტა:
    ... -რა ღირს თქვენი მარშუტკა?
    -თქვენთვის 10 ლარი, ქალბატონო.
    ქალს ცალი ტუჩით გაეღიმა და ამოვიდა მარშუტკაში.
    -რომელია, მძღოლო, დაკავებული?
    -რავა პესიმისტივით მელაპარაკები, ქალბატონო, უნდა გეკითხა, რომელია თავისუფალიო... -გაუღიმა მძღოლმა.
    -ტოჟე მნე ფსიხოლოგ!
    მძღოლს გაეცინა... კარგი კაცია გოგი...
    ქალმა, როგორც იქნა მონახა ადგილი (მარშუტკაში, სადაც 15დან მხოლოდ 3 ადგილი იყო დაკავებული...) და თმაგაკრეჭილ ქალს მიუჯდა, რომელიც ზუსტად მძღოლის უკან იჯდა.
    ... 1 საათის შემდეგ... ავტობანზე...
    - ბზიკი! - იკივლა თმაგაკრეჭილმა ქალმა.
    მძღოლი შეხტა და რული აერია.
    - რა ხდება, ქალბატონო!
    - ბზიკია ფანჯარასთან, ბზიკი! _ ხელ-ფეხის ქნევით გამოკივლა ქალმა.
    - მოკალი მერე!
    - როგორ მოვკლა, რომ მიკბინოს?
    - ვერ გავაჩერებ, ქალბატონო, არ შეიძლება!
    - აბა, მიკბინოს?!
    - რა იყო, ქალბატონო, ბზიკია თუ დინოზავრი?! _ იმ კაცმაც კი გამოიღვიძა მთელი გზა რომ პანამის ქუდი ეფარა სახეზე და ეძინა. ქალმა თვალები დაუელმა, ეს რა მაკადრეო! კაცმა გაუღიმა.
    - გაჩერდა, ქალბატონო?
    - არც აქამდე დაფრინავდა, _ ქალი თან ფანჯარასა და ფარდას შორის იყურებოდა.
    მგზავრებში მორიდებულმა სიცილმა გაირბინა. ქალმა მკაცრად გახედა და მაშინვე შეწყდა.
    - მოვკლავ, ქალბატონო, კი მენანება, მარა... _ ან ქალის ცოდვით დაიწვა ის კაცი და ან ბზიკის, მაგრამ , მგონი, ბზიკის უფრო...
    კაცმა ფანჯარასთან გადაინაცვლა, ფარდა გაწია და ღიმილი ძლივს შეიკავა.
    - ბუზია, ქალბატონო, თანაც... მკვდარი...
    ახლა კი გულიანად ახარხარდა ყველა. ბზიკის მსხვერპლს ქვიშნისფერი დაედო და კინაღამ ბადრიჯნისფერში გადაუვიდა ჯერ სირცხვილისაგან, მერე სიბრაზისაგან, ოღონდ თავის თავზე ბრაზობდა, ამდენი რომ იწივლა მკვდარი ბუზის გამო თუ მოხარხარე მგზავრებზე გაცოფდა, ეგ აღარ ვიცი...
     
    ... ცოტა ხნის შემდეგ.
    ჩვენს წინ გაჩერებული მანქანების მთელი რიგი დავლანდე. როდესაც ჩავუარეთ, ვნახეთ, რომ ჰონდას ჯიპი მწვანე მერსედესს საბარგულზე შეჯდომოდა და შუაზე ჩაეტეხა ძირამდე. რაღა თქმა უნდა, გარშემო ჩხუბი და ერთი ამბავი იყო.
    - ტიტუ! _ ისევ იკივლა ქალმა.
    - ახლა რაღამ შეგაწუხათ, ქალბატონო? _ აწია პანამა და ცალი თვალით გამოხედა იმ კაცმა.
    - ახლა ეს ქალი არ წამოხტეს კიდე, თორემ ნამდვილად გავგიჟდები! _ გაკაპასდა მძღოლი.
    - რა არი, არ იცის ამ ხალხმა ტარება, რა!
    - დედა, თბილისში ფერარიმ ისეთი ავარია მოახდინა... დაიწყო ისევ ქალმა.
    - ქალბატონო, ფერარი მილიონი ღირს და გააგრძელე, გააგრძელე, მაინტერესებს ძალიან, - პანამიანმა კაცმა ისევ გააბადრიჯნისფრა ის ქალი.


ჩართულია: ამბები / ambebi


HTML:
Link:
ნანახია: 775 კომენტარები 0 {favorites}

ჩვენ გირჩევთ:
დატოვეთ კომენტარი
კომენტარის დატოვება შეუძლიათ ავტორიზებულ მომხმარებელს.
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]

რეგისტრაცია - ავტორიზაცია


რეკომენდირებული

ChemiKino.Ru - ქართულად, რუსულად.

Linkebi.Ru - ქართულად, რუსულად.

uFilmi.uCoz.Com - ქართულად, რუსულად.

Inormal.uCoz.Com - .

roko.at.ua - საიტები .

სერიალები

allwares.ucoz.com:
საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სერიალები ფილმები და ბევრი სხვა რამ
ჰოსტერი uCozЯндекс.Метрика Дешевый хостинг Рейтинг@Mail.ru