ნახეთ ფილმები და სერიალები ქართულად allwares.ucoz.com!

ADS

შემთხვევითი

რეკლამა

ლექსები / leqsebi

ლექსები 22/06/2017
Добавлена серия
  1. ირხევა მწვანე ჭადარი
    ეალერსება ქარია
    თუ სიყვარული გეწვევა
    ლამაზი ქალის ბრალია.
    წუთისოფელი ტანჯვაში
    გაქრება როგორც ალია,
    სიცოცხლე რომ ღირს იცოდე
    ლამაზი ქალის ბრალია.
    ქვეყნად სიმდიდრის მძებნელებს
    განდიდებულებს ძალიან,
    თუ შურდათ სიცარიელე
    ლამაზი ქალის ბრალია.
    ყველაზე ცოდო ის არის
    სიყვარული რომ არ ესმის,
    აბა რომელ ბნელს არ უყვარს
    ლამაზი ქალის ალერსი?
    ნუ დაიშურებ ნურაფერს
    თორემ გაკლდება ძალია,
    სიცოცხლის გახანგრძლივებაც
    ლამაზი ქალის ბრალია.
    აი რისთვის ღირს სიცოცხლე
    რომ გაახილო თვალია,
    თუ მრავალი ვართ ესეც ხომ
    ლამაზი ქალის ბრალია.
    ძმობით ვაშენოთ ქვეყანა
    თითეულისა ვალია,
    რაც კი რამ კარგი არსებობს
    ლამაზი ქალის ბრალია!

  2. ღამის თორმეტზე ისევ მომაწვა
    პოეტის სიტყვა, რომანტიული.
    გჯეროდეს ჩემი, მენდე ამას გთხოვ
    გრძნობა იქნება მარადიული
  3. მიყვარხარ
    მიყვარხარ…
    ოთახში მე, ვიღაც და კიდევ რადიო…
    კედელზე მუსიკის შიშველი არითმია, არ ვიცი კიაფობს?
    თუ?
    ... მიამბობს…
    რომ ღამეა.
    უთვალებოდ ვღლი, მე ყრუ არეას.
    შეგრძნებებს ვხატავ ხელისგულებზე…
    მანძილის.
    უკვე ძალიან, ძალიან შხრიალებს ბებერი რადიო…
    ოთხია…
    ამინდის.
    მე შემოდგომას მივეტმასნე ფანჯრის მინასთან…
    მიყვარხარ…

  4. ღმერთო, მაპატიე აპათია,
    რაც კი მაბადია – მაპატიე…
    ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
    ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
    თორემ უშენობა უმზეოა,
    ... არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ…
    ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
    უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
    მე მივატოვე მზის შენობა,
    ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
    იქნებ გამახსენო? გამახსენე
    ყველაფერი თავიდან ამიხსენი
    შენი სამი ცალი სამოსელი,
    ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
    იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი…
    უფალო მე კი არა – შენ იყავი…

  5. მე მოვდიოდი ძალიან დიდხანს,
    და ამ მოსვლაში ვუცდიდი ჩემს რიგს,
    მსურდა თუ არა არავინ მკითხა,
    მეც დავმორჩილდი ბუნების წესრიგს.
    ბოლოს მოვედი რათა მეხილა,
    ... რათა მეხილა მიწა და ზეცა,
    მოველ რომ სითბო მეგრძნო მელხინა,
    ტანზე სამოსად სიშიშვლე მეცვა,
    მე სიცოცხლეში შემოვდგი ფეხი,
    სულ მთლად უვიცმა არაფრის მქონემ,
    მე მოვდიოდი სადღაც შორიდან
    მაგრამ არ მახსოვს საიდან მოველ.
    მე მოვდიოდი ძალიან დიდხანს,
    და მგონი აქაც სტუმრად მოვედი.
    საიდან მოველ, ან საით წავალ.
    ამოუხსნელი მრჩება ყოველთვის.
    დაუკითხავად მოვდივართ ყველა,
    და გარკვეული დრო როცა გავა,
    როგორც შემთხვევით მოვედით ყველა,
    დაუკითხავად შემთხვევით წავალთ.



ჩართულია: ლექსები / leqsebi


HTML:
Link:
ნანახია: 1664 კომენტარები 0 {favorites}

ჩვენ გირჩევთ:
დატოვეთ კომენტარი
კომენტარის დატოვება შეუძლიათ ავტორიზებულ მომხმარებელს.
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]

რეგისტრაცია - ავტორიზაცია


რეკომენდირებული

ChemiKino.Ru - ქართულად, რუსულად.

Linkebi.Ru - ქართულად, რუსულად.

uFilmi.uCoz.Com - ქართულად, რუსულად.

Inormal.uCoz.Com - .

roko.at.ua - საიტები .

სერიალები

allwares.ucoz.com:
საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სერიალები ფილმები და ბევრი სხვა რამ
ჰოსტერი uCozЯндекс.Метрика Дешевый хостинг Рейтинг@Mail.ru

გამოიმუშავე თანხა სახლიდან გაუსვლელად

დაიწყე ახლავე საცდელი ვერსია მიიღე 1000$