ნახეთ ფილმები და სერიალები ქართულად

მანდარინები / mandarinebi / Tangerines

მანდარინები - რომანტიკოსი გმირი (მიშა მესხი)
17 ოქტომბრიდან კინოთეატრებში ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი - "მანდარინები"


ცნობილი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე, ავტორი ფილმებისა - "სამი სახლი" და "ბოლო გასეირნება" 17 ოქტომბრიდან კიდევ ერთ ფილმს, " მანდარინებს " წარუდგენს კინომოყვარულებს. მთავარ როლში მიშა მესხია, რომელიც რომანტიკოსი გმირის როლში გვევლინება, მისი პერსონაჟი მსახიობია, რომელიც მოხალისედ მიდის აფხაზეთის ომში ( როგორც რეალურად, მსახიობი ლევან აბაშიძე მოიქცა ). ასევე თამაშობენ ესტონელი ცნობილი მსახიობი - ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნიუგანენი და გიორგი ნაკაშიძე, რომელიც ეროვნებით ჩეჩენი მეომრის როლშია.

ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მყოფი ესტონელი ოჯახის, ჩეჩენი ჯარისკაცის და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ურთიერთობაზე ომის პერიოდში. ფილმის სიუჟეტი ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა როგორც ცნობილია ფილმი არ არის დატვირთული ომის მძაფრი სცენებით.

ცნობილია, რომ ფილმის შემოქმედებით ჯგუფის წევრი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის მუსიკალური მხარეც კარგად გათვლილია.

ფილმის წინა-საპრემიერო პერიოდს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ფეისბუქის გვერდის საშუალებით:
www.facebook.com/mandarinebi


ფილმი MYVIDO.GE ზე





ახლავე ნახვა!
მანდარინები / mandarinebi / Tangerines

ახლა უყურებთ მანდარინები / mandarinebi / Tangerines _ს

13/12/2013, 01:56
მნიშვნელოვანია: არ დაგავიწყდეთ მიღებული ემოციების გაზიარება "მანდარინები / mandarinebi / Tangerines"
გაუზიარეთ მეგობრებს!
კომენტარის დამატება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
უმეტესობა უფლებები დაცულია © AllWares.uCoz.com
ავტორებისთვის მოგვწერეთ
Copyright 2018-2025, Qartulad - ფილმები და სერიალები :: ჰოსტერი uCozЯндекс.Метрика