ნახეთ ფილმები და სერიალები ქართულად

"ანდაზა"

"ანდაზა"
ერთი წავა და სხვა მოვა,ტურფასა საბაღნაროსა,
ან ტურფა სადღა არი და ანდაც ბაღნარი საროსა,
წამხდარა წუთი სოფელი, გველი პატრონობს წყაროსა,
ერთი მეორეს აბრალებს, ამა ქვეყნისა კანონსა,.
ურემი როცა ბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო,
სხვისა განკითხვას ვინ გვკითხავს, ცუდი ჩვენც გვეყოლებაო,
ცოდვები ბლომად გვექნება,ეშმაკთან გარიგებაო,
სინდისსა ხშირად ვუსმინოთ,ღმრთისაგან დარიგებაო,.
რაც მოგივიდა დავითო,ყველა შენითა თავითო,
ეხლა გვიანღა გამოდგა, თავს ნუღარ იკლავ ჯავრითო,
ვინ გაძალებდა, რას წერდი, თანაც შენითა კალმითო,
ცხოვრება არ გაპატიებს, არც-ერთ შეცდომას გრამითო,.
საცა არა სჯობს გაცლა სჯობს, თურმე უთქვამთო ძველებსა,
ნეტავი იმ დღეს მომასწრო, მეტად ვანძრევდეთ ხელებსა,
სხვის ხელებს არ ვუყურებდეთ, ყურით არ ვჭამდეთ ბგერებსა,
ტყუილ უბრალოდ არ ვსვამდეთ, თვალის გუგიდან ცრემლებსა,.
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
შეცდომას არა დაუშვებ, ტყუილად არ იგვემები,
ძარღვებში სისხლი ბორგავდეს, არ გასვენებდეს გენები,
მოასწრებ ყანწის შესმასა, მშვიდობით განისვენები...

Nikusha Maglakelidze

(Italieli)


ახლავე ნახვა!

ახლა უყურებთ "ანდაზა" _ს

18/06/2013, 17:35
მნიშვნელოვანია: არ დაგავიწყდეთ მიღებული ემოციების გაზიარება ""ანდაზა""
გაუზიარეთ მეგობრებს!
კომენტარის დამატება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
უმეტესობა უფლებები დაცულია © AllWares.uCoz.com
ავტორებისთვის მოგვწერეთ
Copyright 2018-2025, Qartulad - ფილმები და სერიალები :: ჰოსტერი uCozЯндекс.Метрика