"აორთქლება"
სიკვდილი კვებეს კაცითა, მშრომლითა ალალმართლითა,
მაგრამ ერთ როდი იკმარა, თან წაიყოლა მრავლითა,
სია აქვს ჩამოწერილი, თანაც შავითა კალმითა,
ნეტავი პირველ მე ვიყო, სხვას ვერ ვნახავდი თვალითა,.
მაგრამ ყველას ხომ თავის დრო, ბედისგან განსაზღვრულია,
რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია,
კაცი მშიერი კვდებოდეს, არ ჰქონდეს ლუკმა პურია,
დიდი ამბავი წამოცდეს, სიტყვები უწმაწურია,.
სიდუხჭირეში გაზრდილსა, ნაშრომსა ნაავადარსა,
ქარბუქში ღამენათევი, თავს აფარებდა ჭადარსა,
უკანა სწევდა ყოველდღე, ერთი ნახვრეტით ქამარსა,
ეძებდა ყველგან სითბოსა, ნაკვერჩხლიანსა ნაცარსა,.
სითბო კი არსად ხვდებოდა, სუყველას ენანებოდა,
ირგვლივ ამვლელი ჩამვლელი, თანდათან იფანტებოდა,
გულს კი გაუცვდა სიმები, ყოველდღე თითო წყდებოდა,
თვალებში სხივი ქრებოდა, დღითიდღე ეხუჭებოდა,.
სიკვდილი კვებეს კაცითა, მშრომლითა ალალმართლითა,
მაგრამ ერთ როდი იკმარა, თან წაიყოლა მრავლითა,
სია აქვს ჩამოწერილი, თანაც შავითა კალმითა,
ნეტავი პირველ მე ვიყო, სხვას ვერ ვნახავდი თვალითა...
Nikusha Maglakelidze
(Italieli)




![SHAKA PONK - My name is Stain [OFFICIAL VIDEO]](https://allwares.ucoz.com/_nw/3/74726979.jpg)