იცი როგორი ლექსი მინდა?
სულის ნაწილი!
ისე ყიოდეს ლურჯი ციდან
როგორც არწივი!
იცი როგორი ლექსი მინდა?
სულთა გოდება!
ხელს თუ შეახებ
აღარასდროს განმეორდება!
იცი როგორი სიტყვა მინდა?
გრძნობით ნათქვამი!
რომ არა ჟღერდეს, როგორც
სია, ჩამონათვალი!
იცი როგორი გრძნობა მინდა?
ლაღი, ამაყი!
ამაღლდი სულო ჩემს სხეულზე,
ლექსად ამაღლდი!




