ნახეთ ფილმები და სერიალები ქართულად

"კვალი"


ფიქრის გორაზე დავიდე ბინა,
ზოგი ფიქრობდა გიჟია, ვინა?
მე კი მუზებმა აქ დამაყვირა,
მშფოთვარე იყო ის ერთი კვირა,.
სანამ სხეულში დაგვიწრწის სული,
მანამდე გვტკივა და გვიცემს გული,
მე მესიზმრება დღეები კრული
როცა ჩემს სადგამს ეხება ცული,.
აუხდენელი ოცნების ფურცლებს
ქარი სახის წინ ამიფრიალებს
ჩაფიქრებული დავცლი ფიალებს,
თვალებში სევდას ამიწყლიანებს,.
და ვინ რა იცის ვინ საით ივლის
რა მდინარეს და მდელოს გადივლის,
კუბოს ფიცრამდე, თვის ბედის ჩივილს
როგორც მამალი ჯირკამდე ყივილს,.
ზღვისა ტალღები შთანთქავს ნაპირებს
ნაფეხურების გადახდის საბანს,
და შეასრულებს კვლავ დანაპირებს,
ძველებს ყოველთვის ახლებით ჩაბანს,.
ბოლოს საათის წიკწიკიც წყდება,
სევდიან მუზებს ხმას უწყობს ქნარი,
ქვიშაზე ახალი კვალები ჩნდება,
ფორიაქს იწყებს დამხრჩვალი ქარი...

Nikusha Maglakelidze

(Italieli)

ახლავე ნახვა!

ახლა უყურებთ "კვალი" _ს

18/06/2013, 17:30
მნიშვნელოვანია: არ დაგავიწყდეთ მიღებული ემოციების გაზიარება ""კვალი""
გაუზიარეთ მეგობრებს!
კომენტარის დამატება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
უმეტესობა უფლებები დაცულია © AllWares.uCoz.com
ავტორებისთვის მოგვწერეთ
Copyright 2018-2025, Qartulad - ფილმები და სერიალები :: ჰოსტერი uCozЯндекс.Метрика