,,მონანიების დრო''
გარიჟრაჟია, იხრჩობა ღამე,
მოგონებები მაწვება მწარე,
სასმელს გადავჰკრავ, მეხსნება არე,
წუთი სოფელი გადივლის ჩქარე,.
ვიღაც ადგება, დაწვება ზოგო,
თავში ბოგინობს ფიქრების ჯოგი,
გამთენიაა, შეაღეს მორგი,
ალბათ იწება, შემოჰკრეს გონგი,.
სასოწარკვეთის, მოსულა დრონი,
ბევრი ფიქრობდა, ადრეა მგონი,
დრო კი ცოტაა, ვერც გადაწონი,
ხმაში ეძგერათ, შიშისა ტონი,.
მონანიების დაადგნენ გზასა,
სახეს იხოკდნენ, თითეულ წამსა,
მწარედ ნანობდნენ, ცოდვების ჟამსა,
ნეტავ, მოვასწრებთ სუყველას თქმასა?,
უკვე ზოგისთვის აღმოჩნდა გვიან,
ვინცა მოასწრო, ზეცაში ქრიან,
დანარჩენებსა ცეცხლში გაცრიან,
ხალხი კი ისევ, ცოდვებსა ზრდიან?!,
გარიჟრაჟია, იხრჩობა ღამე,
მოგონებები მაწვება მწარე,
სასმელს გადავჰკრავ, მეხსნება არე,
წუთი სოფელი გადივლის ჩქარე...
Nikusha Maglakelidze
(Italieli)




