shablonebi saintereso mnishvnelovani seriozuli
შემოდგომის უჩვეულო თბილი საღამო იდგა, ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში მეზოლები ჩამომსხდარიყვნენ და საუბრობდნენ როგორც ყველა ეზოში, ბავშვები დარბოდნენ ფეხბურთს თამაშობდნენ, ველოსიპედებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მოკლედ არაფერით განსხვავებული პროვინციული საღამო იყო
- კარგი საღამოა არა ქალბატონებო? – თავაზიანად იკითხა სამსახურიდან დაბრუნებულმა ბატონმა თენგომ. მთელს სამეზობლოში ის ერთადერთი წარმატებული იყო.
- კი, კი ძლივს შევიკრიბეთ მეზობლები ერთმანეთი ვნახეთ, ბავშვებმაც როგორ გაიხარეს – გამოეპასუხნენ მეზობლის ქალები, თენგომ ჩაუღიმა თავი დაუკრა და სადარბაზოსკენ განაგრძო სვლა.
ისხდნენ ძველი მეზობლები ერთად და უყვებოდნენ ერთმანეს სხვადასხვა ჭორებს, კაცები რათქმაუნდა ნარდს თამაშობდნენ, მოზარდები თუთის ჩრდილში დამსხდარიყვნენ და ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ ეზოში 1993 წელს გამოშვებული შავი გოლფ-3 არ შემოვიდა, ქალები გაჩერდნენ, ლოთმა ნოდარამ ნარდი დახურა, მოზარდმა გოგონებმა ბიჭებს თავი მიანებეს და მძღოლის გადმოსვლას თვალების ნერვიული ცეცებით ელოდნენ.
მანქანიდან ახალგაზრდა ასე 22-24 წლის, მაღალი სუსტი ბიჭი გადმოვიდა, თმა ყურებს უფარავდა და ეტყობოდა მაინცდამაინც არც წვერს პარსვას აიძულებდა ვინმე, გამოხედვა მკაცრი ჰქონდა, წარბშეკრული. მოკლე მაისური ეცვა ვაჟა-ფშაველას პორტრეტით, უბრალო ჯინსის შარვალი და შავთეთრი კედები. მანქანიდან მხარზე გადასაკიდი ჩანთა გადმოიღო და სადარბაზოსკენ წავიდა, გზად მეზობლებს მიესალმა თავდაჭერილად, აუყვა კიბეებს. როგორც კი დარწმუნდნენ სახლში შევიდაო კაცები წამოიშალნენ და ქალებთან მივიდნენ.
- ეს ბიჭი მგონი ცოტა ვერ არი 2 წელი აქ ცხოვრობს და გამარჯობის მეტი მე მაგისგან არაფერი გამიგია -გააპროტესტა ნოდარმა
- რა ორი წელი კაცო გაზაფხულზე გაყიდეს ბინა სეხნიაშვილებმა და ეგ ბიჭი გადმოვიდა – აყაყანდა დეიდა ჟუჟუნა, ჩვეულებისამებრ, მთელი ეზოს ამბები ზეპირად იცოდა და ვერაფრით შეგუებოდა ამდენი ხნის განმავლობაში სახლიც რომ ვერ გაეგო მეზობლის, რომელმაც გადმოსვლისთანავე მუქი ფარდები დააფარა, კარი საგულდაგულოდ ჩარაზა და არანაირად არ ეკონტაქტებოდა ხალხს.
- კაცო ან ნათესავი არ ყავს ან მეგობარი ან შეყვარებული ან მევალე, მე მაგასთან მისული სტუმარი არ დამინახავს ნეტა ტერორისტი ხო არ არის? – იდუმალი ხმით ლაპარაკობდა ჭკუასუსტი მამუკა და ეტყობოდა ზედმეტად ხშირად უყურებდა საინფორმაციო გადაცემებს
- ხო ხო ბენ ლადენია გაკრეჭილი – დეიდა გულოს ამ ხუმრობაზე ყველამ იცინა, საწყალს სიმსივნე აღმოუჩინეს ამ ზაფხულს.
- მგონი იაღოველია, რაღაცა ეგეთი შემოხედვა იცის და თან ის მხარზე გადასაკიდი ჩანთა..
- ნოდაააააარ!!! ცოტა ჭკუით ილაპარაკე, ასი გრამის მერე მთლად ნუ დაგიბნელდება ხოლმე ჭკუა-გონება
- ან ეგ სადა აქვს – ისევ იხუმრა დეიდა გულომ, ახლაც ყველამ გაიცინა თანაგრძნობით, ნოდარმაც.
- ხო იცი გულო დეიდა როგორ მიყვარხარ არა?! შენგან მე არაფერი მეწყინება – მთვრალს თუ რაღაცა მითქვია სიმთვრალით მომსვლია თორე მართლა ძალიან მიყვარხართ, დედაჩემს მირჩევნიხართ გულო დეიდა – ნოდარს ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
- მგონი ეს ბიჭი „პრისტუპნიკი“ უნდა იყოს – შეატყო მეზობლებმა ცხვირი როგორ ჩამოუშვეს, აშკარა იყო ყველა მის ავადმყოფობაზე ფიქრობდა, ყველას ენანებოდა ესეთი კარგი მეზობელი, ამიტომ ისევ ხუმრობით სცადა ყურადღების გადატანა.
- არა! არამგონია, ჩემი 20 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ეგეთი დამნაშავე არ შემხვედრია – თავი გამოიდო პენსიონერმა პოლიციის მაიორმა ტაგანაშვილმა.
- კაი მახო რეებს ლაპარაკობ, სავსებით შესაძლებელია დაეხოცა ოჯახი და ეხლა აქ იმალება, ხო ხედავ არავინ ახლობელი მაგას არ მოსდის, ან ყაჩაღი იქნება, შეიძლება მანიაკიც და ყველანი ერთ დღეს ამოგვხოცოს…
- უ შე გამოსირებული – თავში წამოარტყა ბატონმა მაიორმა მამუკას – ვინ უნდა ამოხოცოს, კაცს ვაჟა-ფშაველას მაიკა აცვია, ჩანთით კიდე დარწმუნებული ვარ წიგნები დააქვს.
- მაგას პოლიციელის ალღო გკარნახობთ გენერალო?
- ჯერ ერთი მაიორი ჩემო ნოდარ, ხო იცი ძაღლი ვიყავი, მაშასადამე ყნოსვით ვხვდები რომ ეგ ბიჭი ლექტორი იქნება უნივერსიტეტში!
- არა მალხაზი ძია ჩვენთან მასეთი არავინაა სასწავლებელში – ანო მესამე კურსის სტუდენტი იყო პროვინციული ქალაქის ერთადერთ უნივერსიტეტში – შეიძლება პოეტი იყოს,..
- დარწმუნებული ვარ ანუშკ შენ გიწერს სასიყვარულო ლექსებს, შევამჩნიე როგორ გამოექცევა ხოლმე შენსკენ თვალი, ნამდვილად მოსწონხარ
- მართლა დეიდა გულო მართლა? – გოგოს ყურებამდე გაეღიმა და გაწითლდა, ისეთი საჭინელი კბილები გადმოყარა ყველამ უნებურად თვალი მოარიდა.
- გეხუმრება მამა გენაცვალოს გეხუმრება, მთელი ცხოვრებაა ეს ქალი სხვების შაყირში ატარებს – ანოს არ უნდოდა დაეჯერებინა მაგრამ მამა ეუბნებოდა, მისი საყვარელი და საამაყო, არშემდგარი მწერალი ნუკრი ყულიაშვილი, თავი დახარა, მამას მიადო მხარზე, მანაც აკოცა და დეიდა გულოს მიუბრუნდა – კარგით რა ქალბატონო გულო, როგორ შეიძლება ასე, ხო იცით როგორი გულუბრყვილოა ჩემი ანიკო არა?! ნუ ეხუმრებით მასე, ჯერ იყო და საწყალ დედამისს კვერცხის დაკონსერვება ასწავლეთ, ხან რას ეხუმრებოდით კიდე და ხან რას, სარგებლობდით მისი გულუბრყვილობით.
- კარგი ბიჭოო! – კაცი არა ხარ რა ცრემლები გადმოუშვი, აჰა მეც მალე წავალ შენს ნუნუსთან და ე არ ვტირი, შენ კიდე 15 წელია ვერ გამოიტირე, კარგი რა კარგი, რა ვქნათ ესე ყოფილა ცოტა დრო მოგვცეს და ესეც ტირილში გავატაროთ კაცოო? არა თქვენი ჭირიმე არა მე ესე არ შემიძლია წავედი წავედი ქმარს ვაჭამო რამე – ადგა ცოტა გულნატკენი დეიდა გულო და სახლში წავიდა.
აღარავის ახსოვდა მეორე სართულელი მეზობელი ბიჭი, აღარც სიცილის გუნებზე იყვნენ, დაუძახეს თავ-თავიაანთ ბავშვებს და წავიდნენ ტელევიზორებთან,
II
მეორე დილით დეიდა გულო გარდაიცვალა, მთელს ეზოს მასთან მოეყარა თავი, ყველა ტიროდა, აღარავის ახსოვდა მეორე სართულელი ბიჭი, არავის მიუქცევია ყურადღება როგორ მხიარულად ჩაირბინა კიბეებზე, როგორ დაქოქა მანქანა და დიდი სიჩქარით გაეცალა იქაურობას.
არც ის შეუმჩნევია ვინმეს სამი დღის განმავლობაში როგორ აკითხავდა ვიღაც ორი კაცი დიდი შავი ჯიპით.
მესამე დღეს როცა მთელი სამეზობლო პანაშვიდზე იყო, კიბეზე ჩვენი იდუმალი მეზობელი გამოჩნდა, მიუსამძიმრა გულოს მეუღლეს, ვაჟს კი ისე გადაეხვია და ჩაიხუტა თითქოს ახლო მეგობრები ყოფილიყვნენ, მწერლის გოგო კი ფიქრობდა მასაც ქონდა იგივე ტკივილი გადატანილი. ოთახში შესული ყველას გაუკვირდა, არავინ იცნობდა ამ თვალცრემლიან ბიჭს, ყველას ჩამოართვა ხელი, დაბალი ხრინწიანი ხმით ეუბნებოდა ვიზიარებ, ვიზიარებ, ცოტა ხანს შეჩერდა დეიდა გულოს ცხედართან, სახეზე ისე უყურებდა თითქოს რაღაც ახსენდებოდა, იღიმოდა და მოტირალი ქალები გაოცებისგან პირს აღებდნენ. კიდევ უფრო გაოცდნენ როცა სადარბაზოში კაცებთან ჩამოდგა.
- იცი რა ადამიანი იყო? უკეთილშობილესი, არავის მისგან წყენა არ გვახსოვს, ხუმრობა უყვარდა, ეჰ რა მეზობელი დავკარგეთ – ეჩურჩულებოდა მწერალი უცნობ მეზობელს და ცრემლები წამოუვიდა – არ გვეგონა ასე მალე თუ… ეჰ, ყველა მეზობელი გაშაყირებული ყავს, ზოგს რას უკეთებდა ზოგს რას, გოგოებს ეუბნებოდა იმ ბიჭს მოწონხარ, ბიჭს-ამ გოგოზე ეუბნებოდა, ასე სამი ოჯახი შეიქმნდა ჩვენს კორპუსში, მერე მიხვდნენ ხუმრობას, კიდე რამდენი რაღაც… ჩემს ნუნუს განსაკუთრებით უყვარდა – ამ დროს კი უკვე აქვითინდა.
- წამოდი მამიკო წამოდი სახლში – ჩაეხუტა აქვითინებული ანო აქვითინებულ მამას და წაიყვანა.
- ეჰ ეს უბედური, ეგ გოგო მარტომ გაზარდა – მიუახლოვდა ტაგანაშვილი სივრცეში მომზირალ (ანუ თვალგაშტერებულ-ჩაფიქრებულ) მეზობელს – რა გქვია შვილო შენ?
- ვაჟა! – გამოერკვა ფიქრებიდან და ამრეზით შეხედა პოლიციის მაიორს, ეტყობოდა არ მოსწონდა მისი დაკენკილი შავი სახე, ჩასმული ქათქათა კბილები და სათვალის ზემოდან მომზირალი ამაყი-უტიფარი თვალები. ალბათ არც მისი ხმამაღალი როხროხი ხიბლავდა მაინცდამაინც.
- შვილო ვაჟა, ამდენი ხანია ჩვენს კორპუსში ცხოვრობ და არცერთი მეზობელი არ გიცნობს…
- განა რომელიმე მოხვედით გასაცნობად? – ნიშნის მოგებით და თითქმის ზიზღით უპასუხა ვაჟამ.
- ამიტომ მგონია რაღაცას მალავ – არ შეიმჩნია პოლიციელმა და გააგრძელა თავისი აზრი.
- თქვენც ხომ მალავთ რაღაც-რაღაცეებს? – გვერდულად ამოხედა და ცალყბად ჩაიღიმა, ტაგანაშვილი შეკრთა, თვალწინ გაურბინა თავისმა ცოდვებმა, ყველაფერი გაახსენდა და თან ფიქრობდა რომელი შეძლება სცოდნოდა მის უცნობ მეზობელს, სულზე მოუსწრო ოთახიდან გამოვარდნილ ნოდარას ყვირილმა, რომელიც ბოლო სიტყვებით აგინებდა ჟუჟუნას:
- შე დამპალო ქალო, შენ ცოცხალი უნდა იყო და ეს უნდა მომკვდარიყო? ოხ ღმერთო ესაა შენი სამართალი? ეს უვარგისი ქალი უნდა ამძიმებდეს დედამიწას და ამ ოქრო ქალს მიწა ჭამდეს? ოოოო შე ნაბ… – გალეშილ ნოდარს კაცებმა ხელი სტაცეს და გაარიდეს იქაურობას, ვაჟა აღარავის ახსოვდა მაიორის გარდა, რომელმაც მთელი ღამე თეთრად გაათენა. ბევრს ფიქრობდა, ბევრს ნერვიულობდა, ნამდვილად არ უთქვამს შემთხვევით და სასხვათაშორისოდ, უეჭველად რაღაცა იცის, იქნებ იმ გაუპატიურებული ქალის შვილია მასთან დახმარების სათხოვნელად რომ მივიდა პოლიციაში? ან იქნებ იმ კაცის სამუდამო პატიმრობაში უდანაშაულოდ რომ გაუშვა მხოლოდ იმიტომ, გაუხსნელი საქმე რომ არ უნდაოდა შეტენილი ჰქონოდა?! ან ის ბავშვი ხომ არ გადარჩა მანქანით სკოლაში მიმავალი რომ გაიტანა? იქნებ ჩემზე შურის საძიებლად გადმოვიდა აქ?
მეზობლები ქალბატონი გულოს დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, არც ვაჟა ჩანდა არც მისი მანქანა, როგორც ჩანდა დილით ადრე წასულიყო, მთელი დღე შეშინებული თვალებით დაეძებდა მახო, მაგრამ არ ჩანდა.
დაკრძალეს დეიდა გულო… როგორც ტრადიცია მოითხოვს ქელეხის სუფრაც გაიშალა, თამადა ბატონი თენგო იყო… ისეთ სიტყვას წარმოსთქვამდა ყველა ტიროდა, ყველა უფრო მტკივნეულად გრძნობდა რა ადამიანი დაკარგეს, როგორც მეუღლე, დედა, ბებია, მეზობელი – ყველასთვის ძვირფასი იყო, ყველაზე თანგადაყოლილი, ყველას თბილად გვახსენდება და გაგვახსენდება კიდეც… ბოდიშს გიხდით ტელეფონს ვუპასუხებ..
- გისმენთ!
- ..
- ვინ ვაჟა? – გვერდით მჯდომი ტაგანაშვილი ფეხზე წამოხტა – რაა? -უკვე ყვიროდა ბატონი თენგო და ყველა ხვდებოდა რაღაც ცუდი მოხდა, სასწრაფოდ გავარდა გარეთ, მახო უძახდა რა მოხდა ბატონო თენგო, რა მოხდა და შეშინებული უკან გაყვა, წამოიშალა მთელი სუფრა და ყველა გარეთ გაცვივდა, დაინახეს როგორ გავარდა თავისი მანქანით, უკან გაყვა მთელი სამეზებლო.
საავადმყოფოს დერეფანში შევარდნილ თენგოს ვაჟა შეეგება.
- რა მოხდა სად არის? – ინტელიგენტი კაცისთვის საკმაოდ უჩვეულოდ ყვიროდა, არავის ენახა ასე გაგიჟებული, ყოველთვის დინჯი, მომღიმარი, კეთილი კაცი იყო, როგორც იტყვიან მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია.
- ბატონო თენგიზ, დაწყნარდით მანქანით მივდიოდი როცა დავინახე როგორ დაეჯახა შავი ჯიპი ველოსიპედიან ბავშვს, მაშინვე აქეთ წამოვიყვანე, თვითონ მიცნო შენი მეზობელი ვარო, საოპერაციოშია ახლა – მეზობელებიც შემოცვივდნენ, რა მოხდა რა მოხდას ახლა ყველა ერთად გაიძახოდა.
ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან – რა გჭირთ ხალხო საავადმყოფოა ხმადაბლა ნუ ყვირით.
- ექიმო მე მამა ვარ, როგორაა ბავშვი გამაგებინეთ.. ხმა უკანკალებდა ბატონ თენგიზს, უკვე ტირილს იწყებდა.
- საკმაოდ მძიმე ტრამვები აქვს, მაგრამ ნუ ნერვიულობთ, დროულად რომ არ შემოეყვანათ ალბათ ვეღარაფერს ვუშველიდით, ამ კაცს უმადლოდეთ – მხარზე ხელი ვაჟას დაარტყა.
III
პატარა სანდრო მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. პოლიციამ ერთ-ერთი დიდი ქარხნის მფლობელის მძღოლი დააკავა ავარიის გამო. სასამართლომ პირობითი სასჯელით გამოუშვა. ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა ცხვარი დაეკლა წმინდა გიორგის სალოცავში და მისი შვილის გადარჩენისთვის ღმერთს მადლობას ასე სწირავდა, დაპატიჟა მთელი სამეზობლო, განსაკუთრებული სტუმარი რათქმაუნდა სანდროს გადამრჩენელი იყო რომელიც არ მოვიდა. დაკრძალვის დღის შემდეგ აღარავის უნახავს.
მკაცრი ზამთარი დადგა, ელოდა ანუშკა მის მიჯნურს, იჯდა ფანჯარასთან და ნატრულობდა თვალის მოკვრას. ბატონი მაიორიც ელოდა, ოღონდ პოლიციასთან ერთად ან მარტოს ღამით სადარბაზოში ჩასაფრებულს, საცოდავმა იმდენი ინერვიულა ინსულტს ცოტათი გადარჩა. ერთ ჩვეულებრივ დილას, კიბეებზე ჩამომავალმა ანომ დაინახა მეორე სართულზე ბინის შეღებული კარი..

ახლავე ნახვა!

ახლა უყურებთ shablonebi saintereso mnishvnelovani seriozuli _ს
26/11/2013, 00:39
მნიშვნელოვანია: არ დაგავიწყდეთ მიღებული ემოციების გაზიარება "shablonebi saintereso mnishvnelovani seriozuli"
ნახე სხვა