ვერ შევეჩვიე შენს სიახლოვეს,
მე შენს წინ მარად, ბავშვივით ვღელავ,
ყოველდღე, თითქოს, პირველად ვხვდებით,
და შენში, მუდამ ახალ ხიბლს ვხედავ.
არა ცივდება ეს გული, არა,
პირიქით, სითბო იწევს საამოდ,
ცხელი ნაკადი მაჩენს იარებს,
და, მეფინები მათზე მალამოდ.
შენ უკვდავება ჩაბერე ჩემს გულს,
ის, არასოდეს არ დაბერდება,
და სიყვარულიც მასში შობილი,
მარადისობის ფერხულს ებმება.




